გიორგი ვოლსკი: “ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება

“ქართულ ოცნებაში“ საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ეს პროცესი მაისის თვეში დაგეგმილ პარტიულ ყრილობასთან კავშირში არ არის.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის გიორგი ვოლსკის განმარტებით, 14 მაისს დაგეგმილი პარტიული ყრილობაზე საარჩევნო სიის გამოქვეყნებას არანაირად არ უკავშიდება.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს როგორც მოქმედი დეპუტატების შეფასების თვალსაზრისით, ასევე ახალი სახეების შესაძლო წარმოჩინების თვალსაზრისით.
„ამ პროცესს პირდაპირ ყრილობას თან ნუ დავაკავშირებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები