ირაკლი შიხიაშვილი: არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა მომავალ არჩევნებში შესაძლოა, კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატად იყაროს. ამის შესახებ თავად შიხიაშვილმა განაცხადა. შიხიაშვილმა ამერიკაში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მას ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ექნება საქართველოში.
“არცერთი პარტიის სიით არ ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ. დამოუკიდებელ მაჟორიტარად განვიხილავთ ამ თემას”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.