ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭვირვალეა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსები გამჭვირვალეა“,-ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიის შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან.
„ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს, საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში, შემოწირულების სახით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ 149 020 ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები