ირაკლი სესიაშვილი: საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება

„საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის წევრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თარიღთან დაკავშირებით ერთად ჩამოყალიბდებიან.
“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები გადაწყვეტილების მიღებისას დაეფუძნებიან გონიერებას და რაციონალურობას. დარწმუნებული ვარ, რომ თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, პრეზიდენტი და პრემიერი ერთად ჩამოყალიბდებიან. მთავარია, ჩვენ ისეთი გონივრული ვადა შევარჩიოთ, რომელიც საკმარისი იქნება, რათა პოლიტიკურმა ძალებმა ჩაატარონ თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, მოხდეს რესურსების დაზოგვა.
„ამასთან, საზოგადოებოსთვის მისაღები უნდა იყოს ის მოცემულობა, სადაც ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ პოლიტიკურ ინტერესს, რასაც ჰქვია არჩევნების ჩატარება – ქვეყანას არ შევუქმნით დამატებით ბარიერებს, რომ კრიზისული ვითარება შეიქმნას. მე ვფიქრობ, პრეზიდენტსა და პრემიერს არ გაუჭირდებათ ამ პრინციპებზე ჩამოყალიბება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები