დავით უსუფაშვილი: ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია
„ძალიან ძნელია, ბოლომდე ვიზეიმოთ შეიარაღებული ძალების 25 წელი, როდესაც ჩვენი ქვეყნის ნაწილი კვლავ ოკუპირებულია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მთლიანი.
„ჩვენი სახელმწიფო არ არის ჯერჯერობით მთლიანი, მაგრამ ეს მისია, მე მგონი, თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო გვაძლიერებს, კიდევ უფრო მეტ შემართებას გვმატებს და კიდევ უფრო მეტად გვამხნევებს, იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენი ვალი სამშობლოს წინაშე, პოლიტიკოსებსაც და ჯარისკაცებსაც და მოქალაქეებსაც ჯერ კიდევ მოსახდელი გვაქვს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.