„პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა“

    საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის და პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს კონსტიტუციის რანგში უნდა ავიყვანოთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. წულუკიანი პრემიერის ამ ინიციატივას შესანიშნავს უწოდებს. “პრემიერი შესანიშნავი ინიციატივით გამოვიდა, რომ თუკი დღეს ეს კანონში წერია და თქვენ იცით, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, პრემიერი მიიჩნევს, რომ ეს ავიყვანოთ უფრო მაღალ რანგში და ჩანაწერი გაკეთდეს კონსტიტუციაში, რომ საქართველოში ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა. პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმადაც განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები