აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პროცესი გრძელდება

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პროცესი გრძელდება. საქმე ეხება სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც ასახულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგულარული ხასიათი აქვს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სხვა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გალის რაიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2015-2016 სასწავლო წლიდან გალის რაიონის იმ 11 სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი ჯერ ისევ სრულად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, 1-4 კლასებში სწავლა რუსულ ენაზე გადავიდა, ხოლო დანარჩენ კლასებში შემცირდა ქართული ენისათვის დათმობილი საათები. ამ ცვლილების გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა, მშობლიურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად ბავშვები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოეყვანა. სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გააუარესა განათლების ხარისხიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები