„რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი საფრთხე არ არსებობს“

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მისამართით საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. “ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ არსებობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და დასკვნა შემდეგ გავაკეთოთ“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები