ნინო ბურჯანაძის პარტიას „ქართული დასი“ შეუერთდა
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი კოალიციით წარდგებიან,- ამის შესახებ ბაღათურიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. პარტიების წარმომადგენლებმა უკვე იმსჯელეს მერობის საერთო კანდიდატზე, რომელსაც, ბაღათურიას პროგნოზით, გამარჯვების დიდი შანასი აქვს. „მომავალი კვირიდან დაიწყება კოალიციის ჩამოყალიბება, შეიქმნება, რა თქმა უნდა, საბჭო, თუმცა კოალიცია იქმნება არამარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ ასევე საპარლამენტო არჩევნებისთვისაც. ეს არ იქნება მოკლევადიანი საარჩევნო ბლოკი, ეს იქნება კოალიცია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძის პარტიას მანამდე ქრისტიან – დემოკრატების პარტია შეუერთდა.