თინა ხიდაშელი: ეს ილუზია არ არის, აქვე, თქვენს გვერდით თანამედროვეობის გმირები ცხოვრობენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ქართველ ჯარიკაცებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცვათ ყველას!!!
ყველას, ყველას, ყველას!
ბაგრამიდან გორამდე, მაზარიშარიფიდან სენაკამდე, ბანგიდან ვაზიანამდე, მალიდან ქუთაისამდე, ქაბულიდან ბათუმამდე, თბილისში, მცხეთაში, თელავში ყველაგან, ყველგან, ყველგან გილოცავთ ქართველო ჯარისკაცებო!!!
გილოცავ საქართველო!
იამაყეთ ქართული ჯარით!
იამაყეთ და იკითხეთ მათი ისტორიები!
ეს ილუზია არ არის, აქვე, თქვენს გვერდით თანამედროვეობის გმირები ცხოვრობენ. ჩვენთან ერთად გაიზარდნენ, ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ, ჩვენს ეზოში თამაშობდნენ ბურთს და შემდეგ ერთ დღეს ფორმა ჩაიცვეს იმის გაცნობიერებით რომ საქართველოს ჯარისკაცები არიან! შინ და გარეთ, ბრძოლის ველზე.
მუდამ იქ დგანან, სადაც საქართველო ეძახით!
გაიცანით და იამაყეთ!“, – წერს თინათინ ხიდაშელი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები