სააკაშვილს იძულების წესით ჩამოიყვანენ?

უმრავლესობის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტზე – მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადდება. თუმცა რაც შეეხება იძულების წესით მოყვანის, მისი თქმით, ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. „სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადდება. იძულების წესით მოყვანის ინსტიტუტს ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და შეიძლება ეს გამოყენებულ იქნას, თუმცა საერთაშორისო ძებნა ვერ გამოცხადდება“, – განაცხადა შავგულიძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესათავაზა, ხოლო მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის ამ ფორმაზეც უარს აცხადებს. ექსპრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები