სოხუმში დღეს ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება

სოხუმში დღეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანაშრომლობის კომისიის მეთორმეტე სხდომა გაიმართება. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, სხდომაზე განიხილება აფხაზეთისთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის საკითხები. ასევე განხილული იქნება 2017 წლის საინვესტიციო პროგრამის რეალიზების თემაც. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია, რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ხლოპონინი, ასევე რუსეთის მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი და სოხუმისა და მოსკოვის სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები