27 აპრილი

10:00
NEW
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გიგლა აგულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ბრიფინგს გამართავს. მინისტრი აშშ-ში ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს
10:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, 20/30-ის წვერი მიხეილ დუნდუა ბრიფინგს გამართავს. თემები: ხარჯვითი პოლიტიკის საკითხები, რეფერანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები, ეროვნული ვალუტა, მიმდინარე ეკონომიკური საკითხები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:30
„ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინიციატივა სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სოციოლოგიური გამოკითხვის: „პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ შედეგების პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ქ. თბილისი, ლ. გუდიაშვილის ქ. №7. საკონტაქტო პირი: გიორგი ზოიძე 599 291202
11:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენლები: თაკო გულბიანი, ნინო ასანიძე და გიორგი ჭიჭინაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ახალი პოლიტიკური კვლევა. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები და აქტივობები ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებასთან დაკავშირებით; „სააფთიაქო ნარკომანია“. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველები: გრიგოლ გაგნიძე და ლაშა სტურუა ბრიფინგს გამართავენ. თემა: სამართლიანობის აღდგენის სამართლებრივი პრობლემები და მათი გამოსწორების გზები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: გაზაფხულის სეზონთან დაკავშირებული საფრთხეები – წყალმოვარდნა, მეწყერი, მიწისძვრა, სხვა საშიშროებანი და რისთვის უნდა იყოს ქვეყანა მზად. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, საარჩევნო ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას პარტია “მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ბენიძე დაესწრება. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
“თიბისი გალერეაში” შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, თიბისი ბანკის სათაო ოფისი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები