26 აპრილი

10:00
სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში „სამოქალაქო დარბაზის“ მე-6 სხდომა გაიმართება. მთავარი თემა: სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობა; არასამთვრობო სექტორთან და მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობა სააგენტოს ეფექტიანი საქმიანობისთვის. სხდომას „სამოქალაქო დარბაზის“ წევრები, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: მარშალ გელოვანის №6, საკონტაქტო პირი: ვერიკო გულუა 577080770
10:00
NEW
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში პირველი ეროვნული კიბეროლიმპიადა – „კიბერ კუბი 2016“ გაიმართება.
10:30
NEW
ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული, ყოფილი პატიმარი ლევან ცინდელიანი, მისი ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული ბაჩო ახალაიასა და სხვათა მიმართ დამდგარი განაჩენის არაადეკვატურობა და მოთხოვნები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
საქართველოში გეოლოგიური კვლევების დაწყებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება. ღონისძიებას ასევე პარლამენტის დეპუტატები, მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მის: ი.ჭავჭავაძის #1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი.
11:00
“პირველ პრესკლუბში” პარლამენტარი, “ეროვნული ფორუმის” წევრი თემურ მაისურაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00
5-დან 9 მაისის ჩათვლით თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო მოდის კვირეულს “Mercedes-Benz Fashion week Tbilisi 2016”-ს მეორედ უმასპინძლებს. კვირეულის ხელმძღვანელი სოფო ჭყონია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ღონისძიების სტუმრებისა და სიახლეების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ. მის: სასტუმრო Radisson, Meeting Room #5
11:00
NEW
ექსპერტი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტის გამყარება და პროგნოზი; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო სისტემა, რუსთავი 2-ის საქმე და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
NEW
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, განათლების საპარლამენტო კომიტეტის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები; საარჩევნო სისტემა; კოალიცია თუ „ქართული ოცნება“, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
NEW
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში ზაზა მარჯანიშვილის პროექტის „სამოსელი პირველი“ პრემიერასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, პროდიუსერი ზურაბ ლოლაძე და პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი.
A8
13:00
„მემარცხენე ალიანსის„ ახლგაზრდული ორგანიზაცია თბილისში, საქართველოს პარლამენტთან თეატრალიზებულ აქციას გამართავს ლოზუნგით: “პოლიეთილენი – საუკუნის ნაგავი”. აქციის ორგანიზატორები არიან პარტიის “ახალგაზრდული ორგანიზაციის” თავმჯდომარე სოფიკო კარტოზია და “მემარცხენე ალიანსის” თბილისის “ახალგაზდული ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ზურაბ გოხაძე. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642
13:00
პროექტი “ღია საუბარი რესპუბლიკელებთან”-ს ფარგლებში “რესპუბლიკური პარტია” იმერეთის რაიონის 4 მუნიციპალიტეტიდან საკუთარ მხარდამჭერებს და დაინტერესებულ პირებს შეხვდება. მის: ჭიათურა, ნინოშვილის №11, პროკურატურის ყოფილი შენობის III სართული.
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – კონსერვატორები” ინიციატივით გაიმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა Attachments area.
17:00
სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ პროექტის: ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ – დასკვნითი პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც პროექტის განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები და მათი პარტნიორები გერმანიიდან და საქართველოდან მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ პროექტის ძირითად საქმიანობას და მის სამომავლო გეგმებს, ასევე გაიმართება ინფორმაციის გაცვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში. საკონტაქტო: 595053605

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები