23 აპრილი

09:30
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) მოწვეული პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს – STEM აკადემიას ჩაუტარებენ. მონაწილეებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში მიმართავენ. მის: ტექ პარკი, ოქროყანა (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ვარდების მოედნიდან დილის 9 სთ)

11:00

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კანდიდატების წარდგენას იწყებს. კანდიდატების წარდგენა მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და ქალაქ ოზურგეთში.

11:00

თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობას მიიღებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილის ბაღში კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ფორმის ბზები დაირგვება. მის.: 9 აპრილის ბაღი. საკონტაქტო პირი : ეკა კოჭლამაზაშვილი 577 77 06 77

12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსათვის“, უკრაინული დიასპორისა და უკრაინის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ქართულ-უკრაინული კულტურული ღონისძიება „უკრაინული გაზაფხული კიევის ქუჩაზე“ გაიმართება. მის: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, კიევის ქუჩა

12:00

“პირველ პრესკლუბში” ქალაქ ქუთაისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ქალაქ ქუთაისში ბოლო პერიოდში გახმაურებული 2 სადაო მშენებლობა. ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის 18 ნომრისა და ოქროს ჩარდახის მოსახლეობა მიმდებარე სკვერებში დაგეგმილ მშენებლობებს აპროტესტებს, რომლებშიც როგორც წინა ასევე ამჟამინდელი ხელისუფელბის ინტერესები იკვეთება. 22 აპრილს შეჩერებული მშენებლობები განახლდა. ნატო ქათამაძის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები