კახა კალაძე: საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება, – ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა.
”რაც შეეხება სიას და თუ ვინ იქნება მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი პარტია ”ქართული ოცნების” მიერ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თქვენ იცით, რომ სამი თვით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია. ალბათ, ამაზეც მოხდება შეთანხმება პრეზიდენტთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნებიან წარდგენილი კანდიდატები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემა მაისის დასაწყისში დააანონსა. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო კამპანია არა არჩევნებამდე სამი თვით ადრე ანუ ივლისში, არამედ სწორედ მაისში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები