პორტალმა „კვირამ“ პრეზენტაცია გამართა

 საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა “კვირამ“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე უძღვებოდა. რესტორან „ძველ ქალაქში“ პრეზენტაციას საზოგადოების ცნობადი სახეები: პოლიტიკის, მედიის, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გაზეთ “პრაიმტაიმის“ მთავარმა რედაქტორმა თაკო ფხაკაძემ, „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ, “კვირას“ რუბრიკის “პირადი ჩანაწერების“ ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა. მათ “კვირას“ წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ არსებობის მცირე დროის მიუხედავად, “კვირამ“ უკვე შეძლო მედიაბაზარზე საკუთარი ნიშისა და ადგილის დამკვიდრება.
პრეზენტაცია ცოცხალი მუსიკითა და სველი ფურშეტით გაფორმდა. პრეზენტაციაზე ფოტოხელოვან გიო სალუქვაძის გამოფენა სახელწოდებით: ,,კვირის თბილისი“ გაიმართა. მისმა ფოტოებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. „კვირა“ მედიაბაზარზე ჯერ მხოლოდ ორი თვეა არსებობს. მცირე დროის მიუხედავად, პორტალმა უკვე შეძლო საზოგადოების ნდობის მოპოვება და მედიაბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ის გამოცდილი, კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და საზოგადოებას ექსკლუზიურ, დაბალანსებულ, ობიექტურ, აქტუალურ ინფორმაციას აწვდის. პორტალი “კვირა“ საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე პროცესებს აქტიურად და ოპერატიულად აშუქებს. მიუხედავად იმისა, რომ, პორტალი მხოლოდ 2 თვისაა, მას უკვე არაერთი მხარდამჭერი, პარტნიორი კომპანია და ორგანიზაცია ჰყავს. ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. „კვირას“ შემოქმედებითი ჯგუფი კრეატიული და მიზანდასახული გზით შეეცდება, ქართულ საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწოდოს ობიექტური, დაბალანსებული, განსხვავებული და ექსკლუზიური სიახლეები.

IMG_4321

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4324

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4325

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4332

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4355

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8283

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8072

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8161

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8168

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8113

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_8142

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4531

 [divider] Insert you content here [/divider]

IMG_4352

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები