მაია ფანჯიკიძისთვის ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეაქცია გაუგებარია

 ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რეაქცია მისი მოწმის სახით დაბარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძისთვის გაუგებარია.
“მე ვერ გეტყვით, როგორია პროცედურა ასეთ შემთხვევაში და რა მოხდება ამის შემდეგ. მე მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს შეუძლია გამოძიებას ხელი შეუწყოს, ეს უნდა გააკეთოს. ეს უბრალოდ მოქალაქეობრივი ვალია. ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია ასეთი რეაქცია ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიცაა მოწმედ გამოძახება, მისვლა და ჩვენების მიცემა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვა შესათავაზა, ხოლო მოსაფიქრებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვის ამ ფორმაზეც უარს აცხადებს. ექსპრეზიდენტი პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები