ზნაურის რაიონში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონის სოფელ კალეთში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ქარელის რაიონის სოფელ ჩვრინისის მკვიდრია. საზღვარი მან საქონლის მწყემსობის დროს დაარღვია“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 15 აპრილს სოფელ არწევთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.