მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიის შეხვედრა გაიმართა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გარდა ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები – მაღალმთიანი რეგიონების მაჟორიტარები, ასევე მეცნიერები და ექსპერტები.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის, სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განისაზღვრა კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა.
კომისიის წევრთა განცხადებით, მუშაობა კომპლექსურად მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით – საკანონმდებლო ცვლილებების გარდა კომისია მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების ინფრასტრუქტურული და დარგობრივი განვითარების, ასევე სოციალურ საკითხებზე. მუშაობის პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებას კომისია უკვე რამდენიმე თვეში გეგმავს. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტთა პაკეტზეც, რომელიც პარლამენტში განსახილველად საშემოდგომო სესიაზე შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები