თბილისის შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს ახალ რუბრიკას – ვიდეორეპორტაჟი სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად ავრცელებენ თბილისის შემოსავლელ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ვიდეორგოლს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატით არის გადაღებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.
”პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ დროისთვის, გზის გვერდულებისა და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები