19 აპრილი
10:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს. მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. 9, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი
10:30
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
“პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა პრესკონფერენციას გამართვს.
11:00
დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მოაწერენ. მისამართი: ბათუმი, გამსახურდიას ქ. N9, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობა
11:30
“უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი და ორგანიზაციის იურისტ-კონსულტანტი ლაშა სტურუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა უსახლკარო ადამიანებთან მიმართებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
12:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი გლდანის რაიონის მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
13:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში კონფერენცია – „კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე – 150“ გაიმართება. მისამართი: გ.ლეონიძის № 3
13:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტს“ გააცნობს. მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“