აფხაზეთის მკვიდრმა სოჭში ახალშობილი მდინარეში გადააგდო
ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრმა ნატალია გ-მ ახალშობილი ბავშვი სოჭში მდინარეში გადააგდო. გამოცემა „ჟივაია კუბანის“ ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი მდინარის შესართავში აღმოაჩინეს. ამის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა. ჩვილის დედა დაკავებულია. ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ბავშვის დედასთვის ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. მიმდინარეობს გამოძიება.