ჩინეთში 463 ათას დოლარზე მეტი ქრთამის აღების შემთხვევაში, ჩინოვნიკს სიკვდილით დასჯა ემუქრება
3 მილიონ იუანზე მეტი (463 ათასი დოლარის) ქრთამის აღების, ან ამავე ოდენობის თანხის გაფლანგვის შემთხვევაში, ჩინეთში თანამდებობის პირი შეიძლება სიკვილით დასაჯონ. ჩინეთის ხელისულებამ შესაბამისი ბარძნებულება დღეს გამოსცა.
როგორც სააგენტო „სინჰუა“ იუწყება, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ და უმაღლესმა პროკურატურამ გამოიტანა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სიკვდილით დასჯა შეიძლება პატიმრობით შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავემ გამოძიებასთან ითანამშრომლა.