პრემიერი: წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

წინასაარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ვაგრძელებთ კონსულტაციებს. პრეზიდენტის განცხადება არ მინახავას. ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას მაისში აპირებს, მაშინ როცა პრემიერმა მას აღნიშნული აქტის 8 ივლისს გამოცემის თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები