ვახტანგ ძაბირაძე: არჩევნებზე ბარიერის გადალახვა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარანტირებული აქვთ

ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პარტიაა, რომელთაც გარანტირებული აქვთ 5- პროცენტიანი ბარიერის გადალახვა საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნული განცხადება კონსტიტუციონალისტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ვახტან ძაბირაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ არჩევნებზე საუბრისას გააკეთა.
მისივე განცხადებით, „თავისუფალ დემოკრატებს“, “დემოკრატიულ მოძრაობას” „პატრიოტთა ალიანსს“, „ლეიბორისტებს“ და „რესპუბლიკელებს“ ასევე აქვთ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გალახვის შანსი, ზოგიერთ მათგანს მეტი, ზოგსაც კი ნაკლები. რაც შეეხება, კოალიციაში შემავალ სხვა სუბიექტებს, კერძოდ კი „ეროვნულ ფორუმს“, „კონსერვატორებს“ და „მრეწველებს“, მათ გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ, უფრო მეტიც, ძაბირაძე ფიქრობს, რომ მათი შანსი მინიმლურია. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ძაბირაძემ ასევე განაცხადა, რომ სერიზულ პრობლემას შექმნის ის ფაქტი, თუ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ შეძლეს მათი მხარდაჭერების არჩევნებზე მიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები