სოხუმში ე.წ. დეპუტატის მანქანა ააფეთქეს (ფოტოკოლაჟი)
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ალმას ჯოპუას მანქანა ააფეთქეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ჯოპუა არ დაშავებულა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების დროს ორმა გამვლელმა ჭრილობა მიიღო. მიმდინარეობს გამოძიება.