ათასობით ბრიტანელმა ლონდონის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკის ზომებს აპროტესტებს და პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის გადადგომას ითხოვს. უცხოური მედიის ცნობით, ადამიანები ლონდონში ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ავტობუსებით ჩავიდნენ. პროტესტის გამოსაცხადებლად ქუჩაში მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენლები, ექიმები, გარემოს დამცველები, მშვიდობისთვის და გაჭირვების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები გავიდნენ. მიტინგში მონაწილეობა 50 000 ადამიანმა მიიღო. დემონსტრანტები უამრავი საკითხის მოგვარებას ითხოვენ, მათ შორისაა ჯანდაცვის სფეროს მოწესრიგება, ხელმისაწვდომი და სოციალური საცხოვრებლების აშენება, სამუშაო ადგილების შექმნა და განათლების დონის გაზრდა.