ებრაელმა ინვესტორმა გორში ილია მეორის ფოტოს ჩამოხევა სცადა

   გორში ბაზრის მოვაჭრეებსა და არაბ ინვესტორს შორის ფიზიკური და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც სააგენტო “ნიუპოსტი” წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბაზრის მოვაჭრეები არაბ და ებრაელ ინვესტორებს ხვდებოდნენ და ბაზრის გადატანას ძველ ადგილას ითხოვდნენ. მათი განმარტებით, ახალ ბაზარში მომხმარებელი არ დადის, რაც მათ აზარალებს.

როდესაც დირექტორის ოთახში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ებრაელმა ინვესტორმა კედელზე ჩამოკიდებული საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ილია მეორის ფოტო შენიშნა, რომლის ჩამოხევა სცადა, რამაც ბაზრის მოვაჭრეები გააღიზიანა და შეხვედრა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

შემთხვევისას სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ბაზრის დირექტორს გული წაუვიდა. სასწრაფო-სამაშველო ბრიგადამ დირექტორს დახმარება დროულად აღმოუჩინა. თავად არაბმა და ებრაელმა ინვესტორებმა, მომხდარის შესახებ ჟურანლისტებთან საუბარი არ ისურვეს. ამჟამად კი მხარეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები