პრემიერი EU-GEORGIA-ს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს შეხვდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი EU-GEORGIA-ს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს და კმაყოფილება გამოთქვეს ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად ხელმოწერის პერსპექტივის გამო.
როგორც შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დიდად აფასებს ევროპის პარლამენტის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესებში და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული მკვეთრი სიგნალი ევროპული პერსპექტივის შესახებ საქართველოს ევროპული მომავალის გარანტია. შეხვედრზე განიხილეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები, ასევე იმსჯელეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე, პარტია “ევროპის კონსერვატორები და რეფორმისტები” მილან ცაბრნოხი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი, ევროპის სახალხო პარტის წევრი იან ბრეზინა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის წევრი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი გაბრიელე შტაუნერი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები