15 აპრილი

09:15
სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირისა (IRU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „კარიერული პერსპექტივები საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრიაში“. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.
10:00
მულტიმედია განათლების ცენტრში, IREX -ის პროექტი S.A.F.E. Initiative (გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა) ატარებს სემინარს ჯიპას ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის. სემინარი შეეხება ჟურნალისტების პროფესიულ უნარ-ჩვევებს ახალ მედიაში და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მის: ალ. ჭავჭავაძის ქ. #10 ა
10:00
ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება. თემა: „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისთვის“. მის: ინოვაციების ქ. #7, „ტექნოპარკი“ საქართველო. საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი 598 54 44 15
10:00
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, სამგორის სამხრეთ თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგებს წარადგენენ.
10:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოშიმშილე პროფესორები პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

10:30
სს „თელასი“ დედაქალაქის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ასამაღლებლად კომპანია ყოველდღიურად ატარებს სატრანსფორმატორო ჯიხურების, მაღალი ძაბვის საკვანძო ქვესადგურების, საჰაერო და საკაბელო ხაზების გეგმიურ-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს. კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე ადგილზე გაეცნობა ზემოაღნიშნული სამუშაოების მსვლელობას. მის: ბახტრიონის ქ. №13 (ქვესადგური „საბურთალო-1“). საკონტაქტო პირი: ნატო ალაფიშვილი 595 30 30 44
11:00
თბილისის საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკელი“ დავთ ზურაბიშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნების თარიღთან დაკავშირებული პრობლემები; NDI-ს კვლევები; რეფერენდუმი ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე; მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტის აქტი, NDI-ს კვლევა და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „ლიბერალ-დემოკრატების“ ეკონომიკური მდივანი ამირან აზალაძე და 2 დევნილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების პროტესტი
11:00
სასტუმროში „თბილისი რუმსი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამართავენ საჯარო განხილვას ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების სფეროს თემატიკაზე. პრეზენტაციას გაუძღვება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ჯაიანი. მის: მერაბ კოსტავას ქ. #14
A8
11:00
შემოსავლების სამსახურში ახალი საგანმანათლებლო პროექტის, გადამხდელის სასწავლო ვებ პორტალის პრეზენტაცია გაიმართება. მის.: გორგასლის ქ. #16, ფინანსთა სამინისტროს მე-6 სართული
11:30
თბილისის მერი დავით ნარმანია საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საერთაშორისო ტურიზმის კონფერენციას “თბილისი – შეხვედრების ადგილი” დაესწრება. მის.: საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი საკონტაქტო პირი: ნინი მთვარაძე 598 141 151
11:30
„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პრემიერის გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით; NDI-ს კვლევები; არჩევნებისთვის ოპოზიციური გაერთიანება. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:30
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე და დაზარალებული პირი – გიორგი ქადაგიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: სერგო თეთრაძის საქმეში ძებნილ პირს მიხეილ სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად სხვის საკუთრებაში არსებული ქონება გადასცა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ა/ო „გაერთიანებული საზოგადოების“ თავმჯდომარე ანი დარსალია ბრიფინგს გამართავს. თემა: თბილისის მერიის ტენდერი ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით

12:00
“პირველ პრესკლუბში” ა/ო “ბავშვთა და დედათა უფლებათა უფლებებისათვის” ხელმძღვანელი მაკა გაბელაია ბრიფინგს გამართავს. თემა: სოციალური ორიენტაციის საზოგადოებრივი პროექტი: თბილისი ხელებგაწვდილი ადამიანების გარეშე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბშიანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI კვლევის შედეგები, შეფასებები; ლარის კურსი; წინასაარჩევნო კამპანია; პარტიათა შანსები, პროგნოზები.
12:00
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. მის: ნ. რამიშვილის ქ. #6
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI კვლევის შედეგები, შეფასებები; წინასაარჩევნო კამპანია; პარტიათა შანსები, პროგნოზები.
12:30
”პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს ცნობილი ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის საქმესთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, დავით სოკოლოვს აუნაზღაურდეს 1991-92 წლების სამოქალაქო ომის დროს მიყენებული ზიანი. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს დავით სოკოლოვი. მის: მ. კოსტავას ქ. #68, მეორე კორპუსი, III სართული
A8
13:00
„მემარცხენე ალიანსის„ თავმჯდომარე კახა ძაგანია და სხვა ლიდერები NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით ამერიკის ელჩს საპროტესტო წერილს გადასცემენ. მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქ # 11
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში, პროფესიული განათლების პროფესიული კავშირების თავმჯდომარე დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმართვა პრემიერ-მინისტრს; წინასაარჩევნო კამპანია; NDI კვლევის შედეგები.
13:00
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის განხილვა გაიმართება. ანგარიშს წარადგენს ინსპექტორი თამარ ქალდანი, რომელიც თავის მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე და მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. საკონტაქტო პირი: გვანცა კიკალიშვილი, 599 799 646
14:00
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სიყვარულის თემასთან დაკავშირებული ფოტოკონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოება.
14:00
სახალხო დამცველი სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi” საჯარო დებატებს გაიმართავს. თემა: „შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – მიღწევები და გამოწვევები’’.

14:00
ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 13-14 ივნისის თბილისის სტიქიით დაზარალებულების პრობლემების შესახებ შეხვედრას გამართავს. მის.: ქანთარიას ქ. #11ა
20:00
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები