14 აპრილი

09:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის: ინგოროყვას 7
10:00
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს წარადგენს. შეხვედრას დაესწრებიან საჯარო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროპის საბჭოს ექსპერტები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე. საკონტაქტო პირი: გვანცა კიკალიშვილი 599 799 646. მის: სასტუმრო „თბილისი რუმსი“, მ.კოსტავას №14
10:00
„თბილისი მარიოტში“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართება.
10:00
NEW
”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია კანცელარიის ცენტრალურ შესასვლელში ბრიფინგს გამართავს. თემა: როგორ ძარცვავენ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს.
10:30
გადაცემა 2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ს კვლევები; ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ვალუტა; იქნება თუ არა საარჩევნო სიაში. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:00
“პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს გამოკითხვის შედეგები, ცხინვალში რეფერენდუმის მზადება რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „ვისოლ ჯგუფი“ პირველად საქართველოში „კარიერული განვითარების ფორუმს“ გამართავს და საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების აკადემიურ პერსონალს ჯგუფის განვითარების გეგმებსა და ადამიანური რესურსების კუთხით საჭიროებებს გააცნობს. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია შრომის ბაზრის თავისებურებებზე პრეზენტაციას გამართავს. მის: გუდიაშვილის ქუჩა № 7
11:00
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ს კვლევები; იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში; რეფერენდუმი ქორწინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ჩანაწერზე; მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსი მზექალა შანიძე სტუდენტებს შეხვდება. ღონისძიებაზე თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მზექალა შანიძეს ივანე ჯავახიშვილის მედალს გადასცემს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ბრიფინგს გამართავს. თემა: NDI-ს გამოკითხვის შედეგები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
A8
11:30
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა მაისურაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროტესტი, შიმშილობა და მათი მოთხოვნები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
13:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტი და სტუდენტთა საისტორიო სამეცნიერო საზოგადოება „ჟამთააღმწერელის“ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ქართული ენა და ეთნიკური იდენტობის ძირითადი ეტაპები. მისამართი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N 61, VII სართული, სააქტო დარბაზი
13:00
ქ. თბილისში, გერგეთის N3-ში საქველმოქმედო ფონდ „აი ია“-ს დაფუძნებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. ფონდი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილტაციასა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს.
13:30
„მემარცხენე ალიანსის„ დედაენის ძეგლთან პარტია „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს – დედაენის დღეს მიულოცავს იქ შეკრებილ მოსახლეობას და სრულიად საქართველოს. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი 598 700 642

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები