ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ყირგიზეთის პარლამენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვის კანდიდატურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. მას 115-მა დეპუტატმა მისცა ხმა. პარლამენტმა მთავრობის ახალ პროგრამასაც მხარი დაუჭირა. ყირგიზეთის წინა პრემიერ-მინისტრმა ტემირ სარიევმა 11 აპრილს თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისიკ -ყულის ტბასთან საავტომობილო გზის ტენდერის ირგვლივ ატეხილი სკანდალი იყო. სარიევს მისივე მთავრობის წევრები ერთ-ერთი ჩინური კომპანიის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებდნენ.