თურქეთის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ოთხი სამხედრო დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ“ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ოთხი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ამის შესახებ თურქეთის გენერალური შტაბი იუწყება. ამავე უწყების ინფორმაციით, სამშაბათს დიარბაკირის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 სამხედრო მოსამახურე დაიღუპა და 46 დაიჭრა. სამხედრო უწყების ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 30 ქურთი ტერორისტი იყო ლიკვიდირებული.