ავღანეთში მესაზღვრემ ხუთი კაცი მოკლა და თალიბებთან გაიქცა
ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მესაზღვრემ ხუთი სამხედრო მოსამსახურე მოკლა და პაკისტანში გაიქცა. ამის შესახებ პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც თალიბებმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს. შეტევას ისინი „ომარის ოპერაციას“ უწოდებენ თავისი ყოფილი ლიდერის, მულა ომარის საპატივსაცემოდ, რომელიც 2012 წელს მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანის“ ლიდერი 4 წლის წინ მოკლეს, მისი დაღუპვა მხოლოდ გასულ წელს დაადასტურეს.