ტერორისტები საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატის დროს ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ

2016 წელს, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დროს ტერორისტები თავდასხმებს გეგმავდნენ. გაზეთ „The Liberation“-ის ცნობით, ტერაქტებს სწორედ ის დაჯგუფება ამზადებდა, რომელმაც პარიზსა და ბრისუელში ტერორისტული თავდასხმები მოაწყო.
ამავე გამოცემის ცნობით, ბრიუსელში ტერაქტები სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ მოხდა. პოლიციამ ამ დაჯგუფების კვალს მიაგნო და ტერორისტებს სხვა გზა არ დარჩათ. ეს დაკავება რომ არ მომხდარიყო, ტერორისტები ზაფხულში დაგეგმილ ჩემპიონატამდე გააქტიურებას არ აპირებდნენ. კონკრეტულად სად და როდის იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმა, ფრანგული გამოცემა არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში 22 მარტის ტერაქტების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები