ბელგიის პოლიციამ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში და 2016 წლის მარტში ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ორ პირს: სმაილ ფ.-ს და იბრაჰიმ ფ.-ს. მათ ტერაქტების ორგანიზება და მკვლელობა ბრალდებათ.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის 22 მარტის ტერაქტების სერიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელის პოლიციამ დასაკითხად კიდევ 3 პირი პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მათი დაკავების ან გათავისუფლების გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები