ამსტერდამის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა – ვიდეო

ჰოლანდიის დედაქალაქში, სხიპჰოლის აეროპორტში ტერორისტული საფრთხის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. ჰოლანდიის ტელევიზიის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომლის ვინაობა არ სახელდება. აეროპორტის შენობა სავსეა პოლიციის თანამშრომლებით და სპეცრაზმელებით. თვითმხილველების ინფორმაციით, დახურულია სავაჭრო ცენტრის „სხიპჰოლ პლაზას“ შესასვლელი, რომელიც რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. გარდა ამისა, არ მუშაობს ტრანსპორტი, რომლის გაჩერებაც „სხიპჰოლ პლაზას“ მახლობლად მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები