ბაქო და ერევანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ

ერევნის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 106-ჯერ დაარღვიეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებული იყო როგორც მსუბუქი შეიარაღება, ასევე ნაღმმტყორცნები. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია. თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 120-ჯერ დაარღვიეს და დაპირისპირების ხაზის სხვადასხვა რაიონში 60-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები