„თუ კვერენჩხილაძის კანდიდატურის ინიცირება მოხდება, პარტიაში გვექნება მსჯელობა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნოს. წიკლაურის განცხადებით, თუ კვერენჩხილაძის კანდიდატურის ინიცირება მოხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში საკითხზე იმსჯელებენ.
“იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ კანდიდატურის ინიცირება, ჩვენ გვექნება მასთან შეხვედრები, აქტიური მსჯელობა პარტიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გიორგი კვერენჩხილაძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნოს, შემდეგ კი მისი თავმჯდომარედ არჩევა მოხდეს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მას მხარს პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერს და ბოლომდე შეეცდება სწორედ კვერენჩილაძის კანდიდატურა გაიყვანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები