“ლავროვის მოთხოვნაზე ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას დეტალების გარკვევის შემდეგ მიიღებს”

ლავროვის მოთხოვნაზე ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას დეტალების გარკვევის შემდეგ მიიღებს, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვიზების მიღებასთან დაკავშირებით მოქალაქეების რაოდენობის ზრდის გამო საელჩოში თანამშრომლები საკმარისი არ არის.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამ საკითხზე მსჯელობა მიდის რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიის საელჩოს შორის. ჩვენ გვექნება საუბარი ამ საკითხზე შვეიცარიელ კოლეგებთან. საჭიროა, ვიცოდეთ დამატებითი დეტალები, თუ რაზე იყო კონკრეტული საუბარი და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები