გიგლა ბარამიძე: NDI-ს კითხვებით ვერ მიხვდებით, რომ ისინი დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაუბრებიან
NDI-ს კითხვებით ვერ მიხვდებით, რომ ისინი დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეებს ესაუბრებიან, – აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ დღეს, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, კვლევები მიკერძოებულია და გარკვეული პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად ტარდება.
„ხალხს რომ უჭირს და პურის ფული არ აქვს, ამას კვლევების ჩატარება არ უნდა. დღეს გამოქვეყნდება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული კვლევები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აყოლილი იქნება პოლიტიკურ სიოს და კონიუნქტურას. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ რაც უნდა ვიძახოთ, რომ NDI დამოუკიდებული საერთაშაშორისო ისტიტუტიტია, ძირითადად, ასეა, მაგრამ ის დაფუძნებულია აშშ-ს კონგრესის მიერ და იმ კვლევებს, რასაც ის ახორციელებს, აფინანსებს შვედეთის სამეფო და ქვეკონტრატორი, უშუალოდ ვინც ამას ატარებს – დამფუძნებელი თუ არა, მონათესავე და შვილობილია წინა ხელისუფლების, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“. ის ქალბატონიც, რომელიც ამას ხელმძღვანელობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ბატონი თარხნიშვილის მეუღლეა. ჩვენი მონაცემებით, გამოკითხულებთა ბაზაც, 3500 ადამიანი მათი კოორდინატორები და მხარდაჭერები არიან. ამიტომ გამოკითხვები მიკერძოებული იქნება“, – განაცხადა ბარამიძემ.