გიგლა ბარამიძე: საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული კვლევების სააგენტო უნდა ჰქონდეს
„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰქონდეს, დამოუკიდებელი, ეროვნული კვლევების სააგენტო, რომელიც მიუკერძოებელ კვლევებს ჩაატარებდა და დამოკიდებული არ იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
NDI-ს კვლევების შედეგები მან არასარწმუნოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ შეკითხვები, სავარაუდოდ, არასწორი ფორმულირებით იყო დასმული. ბარამიძისთვის გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მე-5 ადგილზე.
„საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოადა რატომ არ უნდა ჰქონდეს მას დამოუკიდებელი, ეროვნული კვლევების სააგენტო, რომელიც დაფინანსდებოდა ჩვენ მიერ შევსებული ბიუჯეტით და არ ვიქნებით დამოკიდებული სხვადასხვა, თუნდაც მეგობარი სახელმწიფოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების კვლევებზე, რომლებიც ათეულობით წელია, საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს აყალიბებენ და ცდილობენ, რომ მათი მიზნებისთვის ჩამოაყალიონ კითხვებიც ისე, რომ შექმნან პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა საზოგადოებრივ აზრზე.
ისმის კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ყველაზე საჭირბოროტო საკითხები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ეკონომიკური პრობლემატიკის გარდა – ყველაზე მნიშვნელოვანი, ეროვნულ – სახლემწიფოებრივი საკითხი, ყოველთვის მიჩუმათდება ხოლმე. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩამონათვალთა შორის იყო მე-5 ადგილზე, მაგრამ ეს შეკითხვები ისე იყო ჩახლართული და მიჩუმათებული, რომ მათთვის, ვინც კითხვებს ადგენდა, არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა“, – განაცხადა ბარამიძემ.