„საზოგადოების ცნობისმოყვარეობა ვერ გახდება უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე გამოძიების ინტერესები”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, თუ პროკურატურის წარმომადგენელი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას რომელიმე დახურულ ფორმატში არასამთავრობო სექტორს ან დეპუტატებს მიაწვდის.
მისი თქმით, ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს.
„შეიძლება დახურულ ფორმატში პროკურატურის წარმომადგენელმა რაღაც ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენ და არასამთავრობო სექტორს. იმიტომ, რომ ზოგადად ეს საზოგადოებრივი ინტერესი, რაც არის ამ დონეზე, მაინც დაკმაყოფილდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ყველაფერი გამოძიების ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს იმიტომ, რომ საზოგადოების ცნობისმოყვარეობა ვერ გახდება უფრო მაღალი სიკეთე, ვიდრე გამოძიების ინტერესები”, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები