„ივანიშვილს საქართველო მისი შპს ჰგონია და მას ისე ექცევა, როგორც მესაკუთრე“

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს განმუხურში შეძენილი ტერიტორიის გამო აკრიტიკებს. პოლიტიკოსის აზრით, ივანიშვილმა შავი ზღვის სანაპირო ზოლი უკანონოდ მიიტაცა.
„განმუხურის სანაპირო ზოლის ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდვასთან დაკავშირებით მეც გავიგე. სანაპირო ზოლის, მათ შორის, ზღვის იმ ნაწილის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში შედის, კერძო პირისთვის გადაცემა არ შეიძლება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ეს არის ანტიკონსტიტუციური და უკანონო ქმედება და დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, ამისთვის პასუხი მოეთხოვება. როგორც ვხედავთ, იგივეს აპირებს განმუხურში“, – აცხადებს გუგავა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ივანიშვილი საჯარო მოხმარების სივრცეებს პირადი მოხმარებისთვის ითვისებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები