პრობაციის სასწავლო ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართება

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დღეს სახელმწიფო სექტორში არსებული სასწავლო ცენტრების/აკადემიების წარმომადგენელთა მესამე შეხვედრა გაიმართება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიზანი სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის ქსელის შექმნა, ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაა.

„ყოველ შეხვედრაზე მონაწილეთათვის სხვადასხვა საინტერესო თემები განიხილება. აღნიშნული შეხვედრის ძირითადი თემაა ზრდასრულთა სწავლების ქვეყანაში არსებული სტანდარტები და მეთოდოლოგია. გარდა ამისა, შეხვედრაზე სასწავლო ცენტრების/აკადემიების წარმომადგენელთა შორის მოხდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ტრენინგის ხარისხის მართვისა და შეფასების მეთოდოლოგიის, ასევე, სასწავლო ინსტიტუტებში არსებული პრაქტიკისა და პერსპექტივების შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი; ფინანსთა სამინისტროს აკადემია; საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია; საქართველოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; საჯარო სამსახურის ბიუროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტი; ვ. ხუხუნეიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი; სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ცენტრი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრი;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები