გუბაზ სანიკიძე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს – ერთსქესიანთა ქორწინება მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს

პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
როგორც გუბაზ სანიკიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ რეფერანდუმი უნდა გაიმართოს და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ჩაიწეროს.
„კონსტიტუციაში იმის მჯერა, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ქორწინება, პარლამენტის გადასაწყვეტი კი არ უნდა იყოს, არამედ ეს საკითხი რეფერენდუმზე უნდა გავიდეს.
ვთქვათ, დღეს, 113 ხმით მიიღო ოჯახთან დაკავშირებული საკონსტიტუციო შესწორება, მაგრამ მომავალში ისეთი პარლამენტი რომ შეიკრიბოს, რომელიც ამ ცვლილებას გააუქმებს, მერე რას ვშვრებით?! ამიტომაც საკითხი – არის თუ არა ოჯახი მამაკაცისა და ქალის ქორწინება? – პირდაპირ რეფერენდუმზე უნდა გავიდეს და კონსტიტუციაში დაფიქსირდეს არა 113 პარლამენტარის, არამედ სრულიად ქართველი ერის ნება!“ – აცხადებს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები