მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს, საქართველოში საკონსულოს თანამშრომელთა რიცხვი გაზარდოს

მოსკოვი შვეიცარიას, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავალია, სთხოვს, თბილისში საკონსულო განყოფილების თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგასთან, დიდიე ბურკხალტერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლავროვის თქმით, ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებსაც რუსეთში გამგზავრება სურთ.
ცნობისთვის, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლის ბოლოს შვეიცარიამ თბილისსა და მოსკოვს შორის შუამავლის როლი იკისრა. ამჟამად თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოებთან საქართველოსა და რუსეთის ინტერესების სექციები მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები