ლავროვი საქართველოსთან სავაჭრო პარტნიორობით კმაყოფილია
„საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება. თბილისისთვის მოსკოვი ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ამ მდგომარეობით მე კმაყოფილი ვარ. ის დაახლეობით ორწლიანი მუშაობის შედეგად იყო მიღწეული, რაც ორივე მხარის დამსახურებაა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთანავე, ლავროვი ამბობს, რომ თბილისი ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დაწმუნებულია, რომ საბოლოოდ „პრაგმატიზმი გაიმარჯვებს“.