“ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება”

„ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება”,-ამის შესახებ განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, ნებისმიერ ასეთ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი მობილიზებული და ერთიანია.
”ეს არის ყველანაირი საერთაშორისო ნორმის და სტანდარტის დარღვევა. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის იგნორირებით განხორციელებული ქმედება და ამას არავითარი იურიდიული ძალა არ ექნება”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვმსჯელობთ ჩატარების თარიღებზე. კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ ვერ ხერხდება, მაგრამ იგი უახლოეს მომავალში, აგვისტომდე ჩატარდება“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები